16.09.2013 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო Tempus-ისა და Erasmus Mundus პროექტებში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო Tempus-ისა (სტუდენტური კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში) და Erasmus Mundus პროექტებში.

Tempus-ის (სტუდენტური კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში) პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან სტუდენტები კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში. Tempus-ის პროგრამას საქართველოში ახორციელებენ ევროპის წამყვანი ქვეყენების: დიდი ბრიტანეთის, ლიტვისა და უნგრეთის გამოცდილი სპეციალისტები.

2012-2013 სასწავლო წლისთვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველი ერაზმუსელი სტუდენტი ელენე ნადარაია ამჟამად იმყოფება შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში, როგორც გაცვლითი სტუდენტი.

სასწავლო უნვიერსიტეტმა გააფორმა ინდივიდუალური ხელშეკრულება პორტოს უნივერსიტეტთან.  

2013 -2014 სასწავლო წლისთვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2014 წლიდან გახდა ერაზმუსის ოთხი კონსორციუმის წევრი პარტნიორი უნივერსიტეტი. ამ თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტია საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში,

კონსორციუმის წევრები არიან:  

სახელწოდებაHERMES _ Humanities Education Revitalizes via Mundus Experiences  (National and Kapodistrian University of Athens, Greece, Coordinator)

ათენის ეროვნული და კაპოდისტრიანის უნივერსიტეტი (საბერძნეთი, კოორდინატორი)
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თანაკოორდინატორი)
წმინდა კლიმენტ ორიდსკის სოფიის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
ვენეციის სა-ფოსკარის უნივერსიტეტი (იტალია)
სალერნოს უნივერსიტეტი (იტალია)
ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი)

 

სახელწოდებაEMBER _ Erasmus Mundus Broadening Educational Opportunities (University of Seville, Spain, Coordinator)

სევილიის უნივერსიტეტი (კოორდინატორი, ესპანეთი)
ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თანაკოორდინატორი)
ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ესტონეთი)
იენის ფრედერიხ შილერის უნივერსიტეტი (გერმანია)
ვენეციის სა-ფოსკარის უნივერსიტეტი (იტალია)
სალერნოს უნივერსიტეტი (იტალია)
ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა)
ლოდზის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი)
მალმოს უნივერსიტეტი (შვედეთი)

 

სახელწოდებაEDUCATION FORCE _ Driving Mobility for EU-East Europe Cooperation (Alexander Technological Educational Insitute of Tessaloniki, Greece. Coordinator)

ალექსანდრეს ტექნოლოგიური განათლების ინსტიტუტი თესალონიკში (კოორდინატორი, საბერძნეთი)
ტომას ბატას უნივერსიტეტი ზილნში (ჩეხეთსი რესპუბლიკა)
სასიცოცხლო მეცნიერებების ესტონეთის უნივერსიტეტი (ესტონეთი)
ეკოლ ცენტრალ მარსელი (საფრანგეთი)
გამოყენებითი მეცნიერებების ვიძემის უნივერსიტეტი (ლატვია)
ლოცკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ვიანა დე კასტელოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პორტუგალია)
სვანსეას მეტროპოლიტენის უნივერსიტეტი (ბრიტანეთი)

  

სახელწოდება: EMNENCE და EMINENCE II _ Erasmus Mundus _ Integration of Neighbouring EasterN Regions Through Cooperation in Higher Education II-strand 1-lot5  (Adam Mickiewicz University in Poznan, Poland, Coordinator)

ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
ბაბეს ბოლიაის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
როვირა ვირგილიის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
მალმოს უნივერსიტეტი (შვედეთი)
მონტპელიერ 2-ის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
ტორინოს უნივერსიტეტი (იტალია)

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
 

2014 წლის 1-4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს მსოფლიო ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენციას ზუგდიდში.

ISFNR (International Society for Folk Narrative Research) ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების BNN (Belief Narrative Network) committee რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის მსოფლიო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ზებუნერბივი ძალები“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აწყობს მნიშვნელოვან სამეცნიერო შეხვედრას აღნიშნული საზოგადოების 76 წევრსა და ქართველ ფოლკლორისტთა მონაწილეობით. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ფოლკლორისტი ბელა მოსია აღნიშნული საზოგადოების წევრია 2012 წლიდან, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონგერესებში 2011 წლიდან.