18.09.2013 საჯარო ლექცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
2014 წლის 4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნონა კუპრეიშვილის წიგნის: „სიტყვის დეგუსტაცია“ პრეზენტაცია. აღნიშნული წიგნი არის ნონა კუპრეიშვილის ლიტერატურული წერილების კრებული მიძღვნილი მეოცე საუკუნის ბოლო პერიოდის ქართული კრიტიკული თუ ლიტერატურული ცხოვრებისადმი.
პრეზენტაციის შემდეგ ქალბატონი ნონა წაიკითხვას საჯარო ლექციას: „ტოტალიტარიზმი და XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს სოციო-კულტურული მოვლენები“.
ქალბატონი ნონა კუპრეიშვილის სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია ლიტერატურის ინსტიტუტთან, არის პოსტსტალინური ხანის ლიტერატურული კრიტიკის მკვლევარი, ათეულობით სამეცნიერო წერილის ავტორი, მუშაობს ეროვნული გამოცდების საგამოცდო კომისიაში.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ლექციაზე დასწრების მსურველებს გიწვევთ 4 ოქტომბერს 12:00 საათზე უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში. დასწრება თავისუფალია.