15.11.2013.კონკურსის გამოცხადება.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
ქართული ფილოლოგიის მიმართულება:
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია).
ისტორიის მიმართულება :
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული ( მსოფლიო ისტორია)
ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
ბიზნესის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (მაკროეკონომიკა, რეგიონული ეკონომიკა)
ჯანდაცვის ფაკულტეტი
ფარმაციის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი- 1 საშტატო ერთეული ( ფიზიკური ქიმია )
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორი აირჩევა 3 წლის ვადით, ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის პირობები განისაზღვრება ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით.
გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები, ნოტარიალურად დამტკიცებული.
5. სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტურაში სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.
6. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების დამადასტურებელი დოკუმენტების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე -ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2013 წლის 18 დეკემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით 17 საათამდე.
კონკურსი ჩატარდება 2014 წლის 3 იანვარს.
საკონტაქტო პირი: რონა პერტია 551 34 39 84