29.05.2014 კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევი კონკურსი პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილეობის მისაღებად

მიმდინარეობს საიტის განახლება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის”მონაწილეობის მისაღებად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლების გზით. ცენტრი სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის ვებ-გვერდზე: www.tpdc.ge.

პროგრამის მიზანი

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში.

საქართველოში საჯარო სკოლის ნებისმიერი მოსწავლისთვის, მიუხედავად იმისა, დედაქალაქში სწავლობს იგი, თუ მაღალმთიანი რაიონის რომელიმე სოფელში, ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. განსაკუთრებულ ყურადღებას და დახმარებას საჭიროებენ რეგიონის ის სკოლები, სადაც კვალიფიციური მასწავლებლის დეფიციტია და მოსახლეობა ვერ იღებს შესაბამის განათლებას. ასეთ ადგილებში მოსახლეობა ტენდენციურად ტოვებს სოფლებს და განათლების მისაღებად მიდის ქალაქში.

სამუშაოს აღწერა

მასწავლებელი, სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და სკოლაში კონკრეტული საგნის სწავლების პრობლემატიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. ყოველი სასწავლო სემესტრის ბოლოს მოამზადებებს ანგარიშს, ხოლო სასწავლო წლის დასასრულს - მასწავლებლის პროფესიულ პორტფოლიოს, სწავლების პროცესის მიმდინარეობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების შესახებ. მასწავლებელმა სწავლების დროს უნდა გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდიკა. კონსულტანტ-მასწავლებელს შესაძლებლობა ექნება, მუდმივად მიიღოს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამების და ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე მასწავლებლის პროფესიაში არსებული სიახლეების შესახებ, რომელიც პერიოდულად უნდა გააცნოს თავის კოლეგებსა და მოსწავლეებს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სკოლაში სიახლეების დანერგვას.

პედაგოგთა მიღება ცხადდება შემდეგ დისციპლინებში:

 ქართული ენა და ლიტერატურა

 ისტორია

 გეოგრაფია

 ინგლისური ენა

 გერმანული ენა

 რუსული ენა

 ქიმია

 ბიოლოგია

 ფიზიკა

 მათემატიკა

 სპორტი

 მუსიკა

 სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 დაწყებითი საფეხურის განათლება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ზოგადი პროფესიული კომპეტენციები:

 შესაბამისი უმაღლესი განათლება და/ან მასწავლებლის სერტიფიკატი შესაბამის დისციპლინაში;

 საგნის საფუძვლიანი ცოდნა;

 სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

 სწავლა-სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი

 პედაგოგიური გამოცდილება (სასურველია);

 საგანამათლებლო პროექტებში მონაწილეობისა და პროექტების მართვის გამოცდილება (სასურველია);

* უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ მასწავლებლის სერტიფიკატს შესაბამის საგანში და გააჩნიათ პედაგოგიური გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

• მაღალი მოტივაცია;

• ლიდერის თვისებები და ეფექტური კომუნიკაციის უნარები;

• გამართულად მეტყველებისა და აზრის თავისუფლად გადმოცემის უნარი;

• არაკონფქლიტური, გაწონასწორებული პიროვნება.

ანგარიშგება

კონსულტანტ-მასწავლებელი ანგარიშვალდებულია სკოლის დირექციისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წინაშე.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა და პირობები

შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2014-2015 სასწავლო წლის ვადით. კონსულტანტ-მასწავლებელი ხელშეკრულების ვადის შესაბამისად მიიღებს სკოლის ხელფასზე დანამატს - 400 ლარიდან 1000 ლარამდე. კონსულტანტ-მასწავლებლის დანამატის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა მანძილზე მდებარეობს სკოლა მონაწილის რეგისტრირებული საცხოვრებული ადგილიდან.

განაცხადების წარდგენა/რეგისტრაცია

დაინტერესებულმა პირებმა თავდაპირველად უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით: www.tpdc.ge/teachers_registration

კონკურსი ითვალისწინებს შერჩევის სამ ეტაპს: 3

I ეტაპი - შემოსული განაცხადების განხილვა და საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

II ეტაპი - ტესტირება საგანსა და პედაგოგიურ უნარებში;

III ეტაპი - გასაუბრება

*სერტიფიცირებული მასწავლებლები არ გაივლიან შერჩევის მეორე ეტაპს. ისინი პირდაპირ მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

ტესტირება და გასაუბრება გაიმართება თბილისში.

მოთხოვნის საფუძველზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 პირადობის მოწმობის ასლი;

 ორი ფოტო სურათი (3x4);

 უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

 დიპლომის დანართი ან ნიშნების ფურცელი (სასურველია);

 ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა #100);

 ცნობა ნასამართლეობის შესახებ;

 მასწავლებლობის სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 რეკომენდაცია ბოლო სამუშაო ადგილიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, 0167, გმირ კურსანტთა ქ. #1

ტელ.: 2 200220 (4964)

ელ-ფოსტა: ltsiklauri@tpdc.ge

www.tpdc.ge

საკონტაქტო პირი: ლალი წიკლაური

განცხადებების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2014 წლის 15 ივნისი.