04.06.2014.ტრენინგი ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ინტერნაციონალიზაციის თემაზე ქ.გრაცი ავსტრია.

მიმდინარეობს საიტის განახლება

ევროკავშირის ტემპუსის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ სამეზობლო სივრცის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა კულტურული და სტრუქტურული ადაპტაციების გზით“ (პარტნიორობის კონტრაქტის No. 544125-TEMPUS-1-1013-1-AM-TEMPUS-SMGR, ხელშეკრულების N:2013-4588) ფარგლებში ა/წ 28-30 მაისს ჩატარდა პროექტის პირველი ტრენინგი ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების საგარეო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებისთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ თემებზე, როგორებიცაა ხარისხის უზრუნველყოფა და ინტერნაციონალიზაცია, ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, უცხოელი სტუდენტები და საუნივერსიტეტო პოლიტიკა. ტრენინგის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ინტერნაციონალიზაციის თეორიულ ასპექტებზე და ამავე ასპექტების პრაქტიკაში გამოყენების დეტალებზე. ტრენინგის მასპინძელი ორგანიზაციაა მსოფლიო საუნივერსიტეტო სერვისი (ავსტრია) და გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია).

აღნიშნული პროექტი, რომლის კოორდინატორია ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხორციელდება 2013 წლის დეკემბრიდან და მასში ჩართულია 25 დაწესებულება ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა: სომხეთი, საქართველო, ბელარუსი უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, იტალია და ავსტრია. პროექტის მიზანია პროექტის ბენეფიციარ ქვეყნებში (სომხეთი, საქართველო, ბელარუსი და უკრაინა) ინტერნაციონალიზაციის კომპონენეტების ადაპტაცია და მათი ინტეგრირება პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების სტრუქტურულ და კულტურულ კომპონენტებში.

პროექტის პარტნიორები არიან:

1. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი     

2. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნვიერსიტეტი

3. ბელარუსის ინფორმატიკისა და რადიოელექტრონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

4. ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5. იტალიის სტუდენტთა სწავლებისა და ინიციატივების ცენტრი

6. გავარის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

7. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

8. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

9. ლუვენის საუნივერსიტეტო კოლეჯი

10. სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო

11. ბელარუსის განათლების და მეცნიერების სამინისტრო

12. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო

13. უკრაინის განათლების და მეცნიერების სამინისტრო

14. სომხეთის პროფესიოული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი

 

15.უკრაინის ეროვნული მეტალორგიული აკადემია

16.ოდესის ეროვნული პოლიტექნიკური უნივერსიტეტი

17.როჰამპტონის უნივერსიტეტი.

18. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

19.სომხეთის სახელმწიფო საინჟინრო უნივერსიტეტი.

20.ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული აკადემია

21.გენუას უნივერსიტეტი

22. მსოფლიო საუნივერსიტეტო  სერვისი.

23.გროდნოს იანკა კუპალას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

24.ერევნის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია

25. იური ფედოკოვიჩის ჩერნივცის ეროვნული უნივერსიტეტი.