07.10.2014 სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვრა შემდეგნაირად: 2014–2015 სასწავლო წელს სამაგისტრო და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე
ა)სასწავლო პროცესი დაიწყოს:
საშემოდგომო სემესტრისთვის –– 2014 წლის 1 ოქტომბერს და დამთავრდეს 2015 წლის 14 იანვარს, საგაზაფხულო სემესტრისთვის –– 2015 წლის 25 თებერვალს და დამთავრდეს 2015 წლის 10 ივნისს.
ბ) შუალედური გამოცდები ჩატარდეს ყოველი სემესტრის VIII კვირას:
საშემოდგომო სემესტრისთვის –– 2014 წლის 19 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, საგაზაფხულო სემესტრისთვის –– 2015 წლის 15აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით.
გ) სასესიო პერიოდი დამატებითი გამოცდების ჩათვლით განისაზღვროს:
საშემოდგომო სემესტრისთვის –2015 წლის 14 იანვრიდან 2015 წლის 11 თებერვლამდე, საგაზაფხულო სემესტრისთვის – 2015 წლის 10 ივნისიდან 2015 წლის 8 ივლისამდე.
ე) არდადეგები გამოცხადდეს 2015 წლის 11 თებერვლიდან 25 თებერვლამდე.