18.10.2014 სტუდენტების საყურადღებოდ! შავი ზგვის აუზის ქვეყნების უნივერისტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელი გთავაზობთ..

მიმდინარეობს საიტის განახლება

2014 წლის 9-11 ოქტომბერს, სტამბულში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „შავი ზღვის აუზის ოპერაციების ერთობლივი პროგრამა 2007–2013“ - შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელი - UNIVER-SEA.NET (http://www.univer-sea.net) ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში: საერთო საგანმანათლებლო ღირებულებები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო რუმინეთის, მოლდოვას, თურქეთის და საქართველოს 60-ზე მეტმა უნივერსიტეტმა. პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეიტანეს ღირებული წვლილი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შავი ზღვის რეგიონში.

კონფერენციის მიზანია თანამშრომლობის ქსელის შექმნა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტები შეძლებენ გაცვალონ საუკეთესო გამოცდილება, პუბლიკაციები და სასწავლო კურსები, შექმნიან ბუნებრივ საფუძველს სხვადასხვა ეროვნების, კულტურის და რელიგიის სტუდენტებისა და პროფესორების დიალოგისათვის და ხელს შეუწყობენ სპეციფიკური საგანმანათლებლო ღირებულებების განვითარებას.

კონფერენციის მსვლელობისას მოხდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ასახავს რუმინეთის, მოლდოვას, თურქეთის და საქართველოს ქვეყნების უმაღლესი განათლების, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის და საკვალიფიკაციო ჩარჩოს სპეციფიკას, ასევე მონაწილე ხუთი უნივერსიტეტის საუკეთესო პრაქტიკას. იგი ასახავს „შავი ზღვის აუზის ოპერაციების ერთობლივი პროგრამა 2007–2013“ - შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელი - UNIVER-SEA.NETპროექტის მთავარ მიზანს - საგანმანათლებლო ღირებულებებისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო სისტემების საერთო კომპონენტების იდენტიფიცირება და რეგიონული იდენტურობის გაძლიერება საერთო ვირტუალური საზოგადოების შექმნის საშუალებით. საქართველოს მხრიდან წიგნის თანაავტორია პროექტის საგანმანათლებლო ექსპერტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დოქტორი დიანა მჭედლიშვილი. წიგნის შემუშავებაში ღირებული წვლილი შეიატანა პროექტის მენეჯერმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ტატიანა პაპიაშვილმა.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა მემორანდუმები, დაისახა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ერთობლივი სასწავლო კურსის შეთავაზება და წარმატებულსტუდენტთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატებს, ხოლო ხუთი წარჩინებული სტუდენტი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას თურქეთის ორ - ქარაბუქის და აიდინის უნივერსიტეტში. სასწავლო კურსი შედგება ოთხი მოდულისაგან:

  1. მულტიკულტურიზმი და იდენტურობა (ქარაბუქის უნივერსიტეტი, თურქეთი)
  2. ინტერკულტურული კომუნიკაცია (მოლდოვას უნივერსიტეტი)
  3. კონფლიქტის გადაწყვეტა (ანდრეი საგუნას უნივერსიტეტი, რუმინეთი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო)
  4. სოციალური მეწარმეობა (აიდინის უნივერსიტეტი, თურქეთი)

კონფერენციაზე საქართველოს მხრიდან მთავარ ბენეფიციარს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ პროექტის მენეჯერი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ტატიანა პაპიაშვილი და პროექტის საგანმანათლებლო ექსპერტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დოქტორი დიანა მჭედლიშვილი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, თავის მხრივ პროექტში ჩართო საქართველოს კიდევ 12 უნივერსიტეტი.

აღნიშნულ კონფერენციას შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან ესწრებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბელა მოსია. პროექტის ფარგლებში ნოემბრიდან დაიწყება სასწავლო კურსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (თბილისი), რომელსაც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან დაესწრება ორი სტუდენტი, ერთვიანი კურსის შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატი, ხოლო წარმატებული 5 სტუდენტი გაივლის ერთთვიან სასწავლო კურსს თურქეთის ორ უნივერსიტეტში.

 

Within the Joint Operational Programme “BLACK SEA BASIN 2007-2013” - University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET(http://www.univer-sea.net)funded by the European Union, on October 9-11, 2014 in Istanbul was held International Conference - "University collaboration in Black Sea area: common educational values", in which participated more than 60 universities from Romania, Moldova, Turkey and Georgia. Representatives of the partner universities participated to the manifestation, bringing a valuable contribution to the development of the interuniversity relations within the Black Sea area.

The conference aims the creation of a network within which the universities will exchange good practices, publications, courses, will create a natural framework for dialogue between students and professors of different nationality, culture and religion and will promote the specific educational values.

Within the conference activities was presented the book - „White paper of good practices within the common educational programs" published under the project. The workcovers issues such as the Higher Education system, quality assurance, framework of qualifications of Romania, Moldova, Turkey and Georgia and examples of good practices from each participating university. It reflects the main objective of the „University collaboration network at the Black Sea – UNIVER-SEA.NET" project - to promote the exchange of educational values and experiences, to identify the common components of our educational systems and strengthen our regional identities by creating a common virtual community. The co-author of the book from Georgian side is an educational expert of the project, Head of Quality Assurance office of International Black Sea University, Doctor Diana Mtchedlishvili. The valuable contribution while preparing the book was made by the project manager, Professor of International Black Sea University, Doctor Tatiana Papiashvili.

Collaboration Protocols were signed by the universities. Further steps of collaboration were identified, under which was planned  the course unit – “Regional Educational Development: Black Sea Area” and successful students’ participation in an exchange program for students fromeach partner university. After completion of the course unit students will get certificates andfive best students will be offered an internship for a month period in two Turkish universities – Karabuk and Aydin universities. The course consists of four modules:

  • Module 1: Multiculturalism & Identity (KarabukUniversity, Turkey)
  • Module 2: Intercultural Communication (Moldova University)
  • Module 3: Conflict resolution (Andrei Saguna University, Romania &International Black Sea university, Georgia)
  • Module 4: Social Entrepreneurship (Istanbul Aydin University)

At the conference the main beneficiary from Georgia – International Black Sea University was presented by the project manager, Professor of International Black Sea University, Doctor Tatiana Papiashvili and an educational expert of the project, Head of Quality Assurance office of International Black Sea University, Doctor Diana Mtchedlishvili. From International Black Sea University another twelve universities of Georgia were joined into the project.