29.10.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მედიაპროექტ ,,ეტალონმა'' საინფორმაციო – გაცნობითი შეხვედრა მოაწყო
მიმდინარეობს საიტის განახლება
დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მედიაპროექტ ,,ეტალონმა“ საინფორმაციო–გაცნობითი შეხვედრა მოაწყო. შეხვედრის მიზანი იყო სოციალური-საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება, წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდების მოტივირება.
სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის“ ავტორი და გადაცემის წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ–მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და სტუდენტებს.
