29.12.2014 ერაზმუსის პროექტის EFFORT პროგრამის წლიური კონსორციუმი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 29 – 30 ოქტომბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი ერაზმუსის პროექტის EFFORT პროგრამის წლიური კონსორციუმი, რომელსაც დაესწრნენ წარმომადგენლები EFFORT – ის პროგრამის : ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, ბრიტანეთი. კონსორციუმის არაევროკავშირის წევრი ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზეიბაიჯანი, მოლდავეთი, ბელორუსია, უკრაინა.
კონსორციუმზე შეჯამებულ იქნა გასული წლის საქმიანობა და ასევე დაისახა 2014 – 2015 სასწავლო წლის გაცვლითი პროგრამების მიზნები და სიახლეები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის შეუზღუდავ მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, რაც უნივერსიტეტის უდიდეს მონაპოვრად ითვლება სტრატეგიული გეგმის ფარგლებში.
