31.10.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია
დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია. 2014 წელს უნივერსიტეტმა კომპარატივისტული ლიტერატურის ასოციაციასთან ერთად შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კომპარატივისტიკისა და თეორიული კვლევების განყოფილების უფროს მეცნიერ – თანამშრომლის პროფესორ ვენერა კავთიაშვილის რედაქტირებით მოამზადა და გამოსცა ერთობლივი ნაშრომი ,,კომპარატივისტული კვლევები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პროფესორების ინიციატივით – პროფესორი თინათინ ბიგანიშვილი, პროფესორი ბელა მოსია, პროფესორი ზეინაბ სარია,პროფესორი ხათუნა გოგია, პროფესორი ნესტან ფიფია, პროფესორი თამთა გოგია.
