05.12.2014 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს სრული და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:
ჰუმანიტარული ფაკულტეტი
განათლების მიმართულება:
დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (პედაგოგიკის დოქტორი).
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (პედაგოგიკის დოქტორი).
ინგლისური ფილოლოგიის მიმათულება:
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
სრული პროფესორი აირჩევა 4 წლის ვადით, ანაზღაურება შეადგენს 1100 ლარს.
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორი აირჩევა 3 წლის ვადით, ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის პირობები განისაზღვრება ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით. განათლების მიმართულებაზე აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება დაწყებითი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები, ნოტარიალურად დამტკიცებული.
5. სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტურაში სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.
6. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების დამადასტურებელი დოკუმენტების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2015 წლის 6 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 20 იანვარს (საბუთების განხილვა), 21 იანვარს (გასაუბრება).