16.12.2014 საჯარო ლექცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
მიმდინარეობს საიტის განახლება
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამართა საჯარო ლექცია თემაზე: „1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია-საზოგადოების ქვაკუთხედი“. შეხვედრაზე საუბარი იყო ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელობასა და შინაარსზე.
