29.01.2015 საინფორმაციო შეხვედრა ,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში
მიმდინარეობს საიტის განახლება
29 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ,,მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში და პროფესიული ცხოვრების დაგეგმვაში. აღნიშნული პროექტის საშუალებით, მოზარდები შეძლებენ მათი პიროვნულ-ინდივიდუალური მახასიათებლების გამოვლენასა და პროფესიული საქმიანობის ისეთი სფეროს შერჩევას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას.
