11.02.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს...
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამართლის მიმართულებაზე:
ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი
სამართლის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული:
- სისხლის სამართალი;
- კერძო სამართალი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორი აირჩევა 3 წლის ვადით, ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის პირობები განისაზღვრება ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები, ნოტარიალურად დამტკიცებული.
5. სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტურაში სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.
6. კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.
7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.
8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.
9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების დამადასტურებელი დოკუმენტების სია.
10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2015 წლის 18 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 7 აპრილს (საბუთების განხილვა), 8 აპრილს (გასაუბრება).

