11.03.2015 ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თარჯიმან – სინქრონისტთა ასოციაციასთან
დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თარჯიმან – სინქრონისტთა ასოციაციასთან, გაიმართა უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის პრეზენტაცია.
უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელ ცენტრში საგანმანათლებლო საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმარღულებით.
. გოგა ასკურავას ინგლისური ენის სწავლება დაჩქარებული, გამარტივებული, უნიკალური მეთოდებით, წარმოთქმის კორექციით.
. მომზადება ქემბრიჯისა და პირსონის საერთაშორისო გამოცდებისათვის.
. სერთიფიცირება
. აბიტურიენტთა მომზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
. ინგლისური ენის შესწავლა ყველა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
. სინქრონული თარგმანის კურსი.
