12.03.2015 სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტში

მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამეგრელო– ზემო სვანეთის  სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა და სამსახურის თანამშრომლები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, რაც რეგიონში უნდა განხორციელდეს. პროექტების წარდგენის შემდეგ სტუდენტები კითხვა პასუხის რეჟიმში აქტიურად ჩაერთვნენ და  ინფორმაცია მიიღეს იმ ინიციატივების შესახებ რაც ახალგაზრდებისთვის აქტუალურია. შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმები სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.