19.03.2015 ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის '' წარმომადგენლები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

მიმდინარეობს საიტის განახლება

დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის"  წარმომადგენლებმა ლექცია– სემინარი გამართეს თემაზე: ,, თავისუფლება და ეკონომიკური თავისუფლება – კერძო საკუთრება, როგორც თავისუფლების გარანტი ." ლექცია – სემინარის კურსი წაიკითხეს ,, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის " პრეზიდენტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა, ცენტრის დამფუძნებელმა თსუ – ს  დოქტორმა მათე ქარდავამ და პროექტების დირექტორმა  ამირან კაპანაძემ.