23.03.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს...

მიმდინარეობს საიტის განახლება

 

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სრული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობები მიმართულებების მიხედვით

  ჰუმანიტარული ფაკულტეტი:

ქართული ფილოლოგიის მიმართულება

სრული  პროფესორი - 2 საშტატო ერთეული :

  1. თანამედროვე ქართული ენა (სინტაქსი)
  2. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (ფოლკლორი)

ჯანდაცვის ფაკულტეტი:

ფარმაციის მიმართულება

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:

სრული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

     1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

     2. გასაუბრება.

                     სრულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

         სრული პროფესორი აირჩევა 4  წლის ვადით, ანაზღაურება შეადგენს  1100 ლარს.

              აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის პირობები განისაზღვრება ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით. 

           გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც  პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომის ასლი.

5. სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტურაში სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.  კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან შესაბამისი დოკუმენტი.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების დამადასტურებელი დოკუმენტების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

        (კონკურსანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები  წარმოადგინოს დედანთან ერთად).

           კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2015 წლის  27 აპრილიდან  7  მაისის  ჩათვლით  17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

         კონკურსი ჩატარდება 2015  წლის 11 მაისს  (საბუთების განხილვა), 15 მაისს (გასაუბრება).