26.03.2015 შეხვედრა სტუდენტებთან
გაცნობებთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრში 20 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით კვლავ გამოცხადდა კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლისათვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენი სურვილია, აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით შევხვდეთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალს 27 მარტს, 14:00 საათზე.
შეხვედრაზე გაიმართება საკონკურსო პროგრამების პრეზენტაცია და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
იმედი გვაქვს, მსგავსი პერმანენტული შეხვედრები და ინფორმაციის გაზიარება, სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლის ინტერესს გაუღრმავებს.
კონკურსი გამოცხადა შემდეგ პროგრამებზე:
1. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა;
2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.
ტექნიკური ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით, გიგზავნით პრეზენტაციის ელ. ვერსიას. შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.
|
პატივისცემით, ნინო სულავა |
|
განათლების საერთაშორისო ცენტრი (სამსახური) პროგრამების კოორდინატორი საქართველოს მთავრობის კანცელარია |
|
მის.: თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. #7 ტელ.:2990900 (2155) მობ.: 595 65 00 02 ელ.ფოსტა: nsulava@geo.gov.ge |

