23.05.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მზარეულის პროფესიული მომზადების კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს
მიმდინარე წლის 22 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული მომზადების მზარეულის კურსის სტუდენტებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს. მათ სასწავლებლის სამზარეულოში სადილი მოამზადეს და უნივერსიტეტის ეზოში კომპაქტურად ჩასახლებულ მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს მიართვეს. ისინი მსგავსი აქციის ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.
საქველმოქმედო აქცია ევროკავშირის დაფინანსებით უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „განათლება დემოკრატიისთვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში სტუდენტები დურგლის, ელექტროაირშემდუღებლისა და მზარეულის პროფესიებს ეუფლებიან.
