12.06.2015 სამეგრელო – ზემო – სვანეთის წარმომადგენლები ახალ სქემას გაეცნენ

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილეებმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემა ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, სკოლის დირექტორებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ახალი საუნივერსიტეტო პროგრამები, რომელიც ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას მოემსახურება.

შეხვედრა შოთ მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.