29.06.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.
2. გასაუბრება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელსაც აქვს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აირჩევა 4 წლის ვადით.
გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.
2. სამოტივაციო წერილი.
3. ავტობიოგრაფია.
4. დიპლომის ასლი.
5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების/ სერთიფიკატების ასლები.
6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან შესაბამისი დოკუმენტი.
7.სამოქმედო გეგმა
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
(კონკურსანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგინოს დედანთან ერთად)
კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2015 წლის 30 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 13 აგვისტოს.

