17.07.2015 მობილობის პროცესი 3 (სამ) აგვისტოს დაიწყება...
განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:
-
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით.
- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 3 აგვისტოს 11:00 სთ-დან 20 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა განხადებების რეგისტრაციისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის ვადა 3 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.
- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა -2015 წლის 24 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შემდეგ, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
- სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
- ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
- სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
- პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2015 წლის 3 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო სამსახურში (მე-2 სართული, აუდიტ. №214 ).
მობილობის მსურველის არჩევანი ჩაითვლება რეგისტრირებულად იმ შემთხვევაში, თუ იგი გადაიხდის მობილობის საფასურს 40 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ არჩევანის გაკეთების სემდეგ ქვემოთ მოცემულ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-707637499 (სხვა არაკლასიფიცირებული არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურების საფასური)
თანხის გადახდის შემდეგ, სტუდენტთა რეგისტრაციის ამოწურვამდე, ელექტრონული პორტალი მობილობის მსურველს კვლავ აძლევს საშუალებას, შეცვალოს განაცხადი - თავის არჩევანს დაამატოს ან ამოიღოს საგანმანათლებლო პროგრამები, შეცვალოს არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა ან გააუქმოს განაცხადი.
დამატებითი

