25.07.2015 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს საბუთების მიღებას ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის საბჭო  აცხადებს საბუთების მიღებას ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე  დეკანის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის აკადემიური პერსონალი (სრული ან ასოცირებული პროფესორი) და გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.              

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:                                                                                                              1.  განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომის ასლი.

5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან შესაბამისი დოკუმენტი.

7. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

     (კონკურსანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები  წარმოადგინოს დედანთან ერთად).

    საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2015 წლის   1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით  17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

არჩევნები  ჩატარდება 2015  წლის 16 სექტემბერს.