შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭო აცხადებს საბუთების მიღებას ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე

მიმდინარეობს საიტის განახლება

                                                                                                                                      

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის საბჭო  აცხადებს საბუთების მიღებას  ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტურ თანამდებობაზე

 დეკანის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც არის აკადემიური პერსონალი (სრული ან ასოცირებული პროფესორი) და გააჩნია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.         

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს;

1. განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომის ასლი.

5.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

6. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან შესაბამისი დოკუმენტი.

7. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

     (კონკურსანტმა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები  წარმოადგინოს დედანთან ერთად).

  საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2015 წლის   1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით  17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

არჩევნები  ჩატარდება 2015  წლის 16 სექტემბერს.