აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2015 წლის აბიტურიენტთა ცნობარში მითითებული შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია და პროგრამაზე ვრცელდება როგორც სოციალური, ისე სასწავლო გრანტები.
უნივერსიტეტი გაცნობებთ, რომ ,,საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო პროგრამა სიახლეა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, წარმოდგენილია ბიზნესის ადმინისტრირების/მენეჯმენტისა და სამართლის მოდულების ინტეგრირებით და გაწევრიანებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საჯარო მმართველობის ინსტიტუტთა საერთაშორისო ქსელში (NISPAcee).
იჩქარეთ! 2015 წლის 12 აგვისტოს 18:00 საათამდე გაქვთ საშუალება შეიტანოთ ცვლილება ფაკულტეტების ჩამონათვალში.
სწორი არჩევანი თქვენი წარმატებაა.

