მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება რექტორის სახელზე;
ბ)აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, რომელიც წარედგინება დედანთან ერთად;
გ)უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტი;
დ)პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი დედანთან ერთად. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
ე)სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ)ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4; დისკთან ერთად.
ზ)საბანკო ქვითარი.
ცნობისთვის დარეკეთ:
591 32 42 42

