მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
2015-2016 სასწავლო წლისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის, სასპეციალიზაციო გამოცდის ვადების, სამაგისტრო სასპეციალიზაციო საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიების შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანების, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“, „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესისა“ და სასწავლო-სამეცნიერო სამსახურის უფროსის დ. ბერანძის მიერ წარმოდგენილი პროექტის გათვალისწინებით
ვბრძანებ
- 2015-2016 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვროს 2015 წლის 5 სექტემბრიდან 2015 წლის 19 სექტემბრამდე (ჩათვლით).
- მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში იწარმოოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების წესის“ შესაბამისად.
- 2015–2016 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდეს 2015 წლის 21 სექტემბერს.
- განისაზღვროს 2015–2016 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგებზე საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის პერიოდი მიმდინარე სასწავლო წლის 22 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე (ჩათვლით).
- დაევალოს საინფორმაციო ცენტრს ინფორმაციის განთავსება სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
- დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს სასწავლო-სამეცნიერო სამსახურს, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობისა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს, საინფორმაციო ცენტრს.
- ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მისამართზე: თბილისი, უზნაძის 52.
თეონა ხუფენია
რექტორი

