17.10.2015 კონკურსი- "სტუდენტები თვითმმართველობისათვის"

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა  სტუდენტებისათვის განკუთვნილ ახალ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.  კონკურსის– „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“  პირობები სტუდენტებს  ცენტრის წარომადგენლებმა   გააცნეს.   “სტუდენტები თვითმმართველობისათვის”  პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. ასევე, თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების ხელშეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა, ანალიზი და განვითარების გეგმის შემუშავება.

კონკურსისათვის რეგისტრაციის პროცესი 28 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად და მასში ჩართვა 4-6 წევრისაგან შემდგარ სტუდენტურ გუნდებს შეუძლიათ.

 კონკურსის პირველი, შესარჩევი ეტაპი, რეგისტრაციის გავლასთან ერთად, სიმულაციური დავალების შესრულებას გულისხმობს. გუნდების შექმნის, რეგისტრაციის გავლისა და დავალების შესრულებისათვის სტუდენტებს დრო 10 ნოემბრის ჩათვლით ექნებათ.