რეგისტრაცია საბაკალავრო და პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე
მიმდინარეობს საიტის განახლება
2010 წელს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა სტუდენტებმა ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2010 წლის 20 სექტემბრიდან 2010 წლის 11 ოქტომბრამდე.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადობის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
- ორი ფოტოსურათი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ორიგინალი;
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- საგამოცდო–საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი ორიგინალთან ერთად;
- სწავლის საფასურის (ნახევარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- საქართველოს მთავრობის 2010 წლის 03 აგვისტოს №227 დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ყოველდღე კვირის გარდა 9.30სთ.–დან 17.30სთ.–მდე შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებში.

