მობილობა

მიმდინარეობს საიტის განახლება

ეტაპები ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის მსურველი პირებისთვის: 
1. ელექტრონულ პორტალზე: STUDENTS.EMIS.GE რეგისტრაციის გავლა;
2. საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე რეგისტრაციის გავლა და დოკუმენტაციის წარდგენა:

  • განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
  • სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი;
  • ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად);
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის);
  • პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.

შიდა მობილობის  უფლება აქვს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ სტუდენტს). მას აქვს საშუალება   შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. 
შიდა მობილობაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტს სწავლების პირველი სემესტრიდან.

ეტაპები შიდა მობილობის მსურველებისთვის:

  • საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტს განცხადებით მიმართონ;
  • შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების მიერ წარდგება დასკვნა გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ;
  • ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული ხელშეკრებულების გაფორმება.

P.S. მობილობის ვადებს ადგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS).