|
|
20.02.2023 უნივერსიტეტს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი კურტ შარი ეწვივნენ. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი თომას მიულმანი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი კურტ შარი ეწვივნენ. რექტორთან გამართული შეხვედრისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობების განხილვის შემდეგ, პროფესორმა კურტ შარმა სტუდენტთათვის ლექცია ჩაატარა ტურიზმის თემაზე.
|
|
|
18.02.2023 ხორვატიის ზადარის უნივერსიტეტის პროფესორს, იურე ზოვკოს,უნივერსიტეტის დოქტორის წოდება მიენიჭა. ხორვატიის ზადარის უნივერსიტეტის პროფესორს, იურე ზოვკოს, მიენიჭა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დოქტორის წოდება. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები ზადარის უნივერსიტეტთან. |
|
|
14.02.2023 საჯარო ლექცია თემაზე, ,,ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები”. მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მორიგ საჯარო ლექციას უმასპინძლა კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საგრანტო ოფისმა, რომელიც სტუდენტთათვის ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა. დოქტორანტ მარიამ ღაჭავას მიერ ჩატარებული საჯარო ლექციის თემა იყო “ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები”. |
|
|
13.02.2023 პროფესორ ემზარ ფაჟავას წიგნის ,,საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია. მ/წლის 13 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნიევრსიტეტში ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ემზარ ფაჟავას წიგნის ,,საქართველოს ევროპული ორიენტაციის გენეზისი“ პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები. |
|
|
11.02.2023 საჯარო ლექცია,“ქალის ლინგვისტურ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი” . შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი უერთდება მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის აღნიშვნას. კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში სტუდენტთათვის საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაკა შეროზიამ თემაზე “ქალის ლინგვისტურ-ფსიქოლოგიური თავისებურებანი” . |
|
|
10.02.2023 ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პროფესორ ზაალ ქორთუას ანგარიში წარმომადგენლობით საბჭოს 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაალ ქორთუა წარმომადგენლობითი საბჭოს წინაშე წარსდგა ვრცელი ანგარიშით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაწეული მუშაობის შესახებ. |
|
|
01.02.2023 “ევროპის უნივერსიტეტში” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 2023 წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში VETPRO („ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“/“Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New |
|
|
26.01.2023 სამუშაო შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და ,,სოციალური მეწარმეობის" სასწავლო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით 2023 წლის 25-26 იანვარს უნივერსიტეტში საქართველოს სტრატეგიული განვითარების, კვლევების ცენტრის წარმომადგენლებსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების აკადემიურ პერსონალს შორის შედგა სამუშაო შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და ,,სოციალური მეწარმეობის" სასწავლო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით .
|
|
|
21.01.2023 საჯარო ლექცია თემაზე:"ქართულ- ამერიკული ურთიერთობების ისტორია და პერსპექტივები". აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 20 იანვარს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა დიპლომატ თედო ჯაფარიძის საჯარო ლექცია თემაზე:"ქართულ- ამერიკული ურთიერთობების ისტორია და პერსპექტივები". |
|
|
20.01.2023 პროფესიული მიმართულებით პირველად, ერასმუს + საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტმა მიიღო ლიეტუველი ორი სტუდენტი. სტუდენტები 1 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან სასწავლო პროცესში და პრაქტიკებს გაივლიან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. |
