|
|
29.04.2023 ელისო ბაღათურია-კნერის საჯარო ლექცია .. 29 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ისტორიასა და კულტურის მეცნიერებებში, ელისო ბაღათურია-კნერის საჯარო ლექცია არსებული კულტურული მემკვიდრეობის კლუბის ორგანიზებით,სადაც საუბარი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ლექციის ბოლოს კი სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო თემებზ |
|
|
25.04.2023 აკადემიური ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია. მიმდინარე წლის 25 აპრილს, USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 9 რეგიონული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ გაიმართა აკადემიური ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია. |
|
|
24.04.2023 მორიგი საინფორმაციო დღე კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” ფარგლებში.. 2023 წლის 28 აპრილს, კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლების ჩართულობით, მორიგი საინფორმაციო დღე გაიმართა. |
|
|
24.04.2023 მართლმსაჯულების სახლი / House Of Justice აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით 24 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის მე-4 ჯგუფის მსმენელებისთვის ჩატარდა პროფესორ ეკა ბესელიას საჯარო ლექცია თემაზე: "პროფესიული წარმატება". |
|
|
22.04.2023 საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელის, (გაკვეთილის ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში) ფლორიან ტაკის ვიზიტი უნივერსიტეტში მ/წლის 21 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და ადმინისტრაციას შეხვდა საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი, გაკვეთილის ექსპერტი საქართველოსა და აზერბაიჯანში ფლორიან ტაკი. შეხვედრა გაიმართა ინიციატივის ,,სკოლები მომავლის პარტნიორები“ეგიდით. |
|
|
14.04.2023 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება. |
|
|
13.04.2023 გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს უნივერსიტეტების ბავშვის უფლებათა ცენტრებთან აქტიურ თანამშრომლობას. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ახალციხეში, |
|
|
11.04.2023 საჯარო ლექცია „კოლხი გრძელთავა „მაკროფალები“ თუ ალანები“. 11 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ელისო ბაღათურია - კნერს, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის დოქტორს ისტორიასა და კულტურის მეცნიერებებში, ისტორიკოს, არქეოლოგს, მკვლევარს. გაიმართა საჯარო ლექცია „კოლხი გრძელთავა „მაკროფალები“ თუ ალანები“. |
|
|
08.04.2023 უნივერსიტეტში დუალურ პროგრამაზე შუალედური შეფასება ახალი წესის შესაბამისად ჩატარდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (სენაკის ბაზაზე) მიმდინარე ,,მეფუტკრეობის" დუალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირველად ჩატარდა შუალედური შეფასება. შუალედური შეფასება არის განმავითარებელი ხასიათის და მიზნად ისახავს პროცესის მიმდინარეობის შეფასებას, არსებობის შემთხვევაში პრობლემების იდენტიფიცირებას მათი შემდგომში აღმოფხვრის მიზნით. |
|
|
05.04.2023 ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი (ფუტსალის წესებით).. მიმდინარე წლის 4 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში თვითმმართველობის, ორგანიზებით ჩატარდა ფეხბურთის შიდა ჩემპიონატის ფინალიური შეხვედრა ,გამარჯვებული გუნდი საუნივერსიტეტო თასით და მედლებით დაჯილდოვდა
|
