მიმდინარეობს საიტის განახლება
22.05.2021 21 მაისს რუსეთ კავკასიის ომის დამთავრებისა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აქცია გაიმართა

მიმდინარე წლის 21 მაისს რუსეთ კავკასიის ომის დამთავრებისა და მუჰაჯირთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით კავკასიური სახლის თანამშრომლებმა და სახალხო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მეტეხის ხიდთან მდინარე მტკვარში ვარდების გადაყრით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

20.05.2021 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

სტუნდეტებთან გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებთან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართულებით არსებულ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

29.04.2021 ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა

28 აპრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე, ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში არსებულმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიება ჩატარდა ღია სივრცეში - პაპანტწყვილის ტბაზე.

17.04.2021 უნივერსიტეტში წარმატებით გრძელდება ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program - ის ფარგლებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  წარმატებით გრძელდება ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები USAID საბაზისო განათლების პროგრამა / USAID Basic Education Program - ის ფარგლებში. ტრენინგებს ატარებენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კვალიფიციური ტრენერები.

16.04.2021 ახალგაზრდული კლუბი აგრძელებს მუშაობას მომავალი აქტივობების განსახორციელებლად

15 პრილს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სპორტული შეჯიბრება ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ღონისძიება დაიგეგმა ,,მესხიაუნის ახალგაზრდული კლუბის“ ინიციატივით.

14.04.2021 უნივერსიტეტში სწრაფი ტესტის მეშვეობით ჩატარდა უფასო გამოკვლევა C ჰეპატიტზე

შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების მიერ სწრაფი ტესტის მეშვეობით ჩატარდა უფასო გამოკვლევა C ჰეპატიტზე და ყველა ტესტის პასუხი აღმოჩნდა უარყოფითი

 

14.04.2021 მიმდინარე საერთო სასწავლო კურსის „კოგნიტური ქცევითი თერაპია“ პირველი ლექცია

2021 წლის 13 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის და ინგლისური ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ გერმანიის ბილფილდის უნივერსიტეტთან ერთად მიმდინარე საერთო სასწავლო კურსის „კოგნიტური ქცევითი თერაპია“ პირველ ლექცია

12.04.2021 პროექტი „სტუდენტური ორგანიზაციების გასვლითი ფორუმი“

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, თენგო ახალაია და ვიცე პრეზიდენტები, თეკლე ჯღარკავა და ირაკლი ბერაია 9-11 აპრიალს მონაწილეობას იღებდნენ პროექტში „სტუდენტური ორგანიზაციების გასვლითი ფორუმი“

11.04.2021 სოციალურ კაფე ,,Mego Bar"-ში სამაგიდო თამაშების ფესტივალი გაიმართა.

10 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის ბაზაზე ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ,,მესხიაუნის ახალგაზრდულმა კლუბმა“ განახორციელა მორიგი აქტივობა.

სოციალურ კაფე ,,Mego Bar"-ში გაიმართა სამაგიდო თამაშების ფესტივალი.

11.04.2021 ილუსტრაციების კონკურსი..

10 აპრილს, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტმა (GISP) რუსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებული ,,ილუსტრაციების კონკურსი" გამოაცხადა. ილუსტრაციების კონკურსის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას ოკუპაციის სიმძაფრე. ილუსტრაციებით გადმოვცეთ ის საფრთხე და ტკივილი, რაც ამ მტრული მოქმედებებით მიადგა საქართველოს.

Pages