მეწარმეობა

მიმდინარეობს საიტის განახლება

სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზა ახორციელებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს/მოკლევადიან გადამზადების კურსებს:

1. ფერმერი;

2. ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი;

3. მეხილეობა;

4. მეცხოველეობა;

5. მეფუტკრეობა;

6. მემცენარეობა;

7. მებოსტნეობა;

8. საკვეწწარმოება;

აღნიშნული პროგრამების განსახორციელებლად სენაკის ბაზა ფლობს მატერიალურ- ტექნიკურ ბაზებს:

* თანამედროვე სტანდარტების ახალ ფერმას (ფართი 600მ2 ) 20 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის. ფერმის შენობა ადაპტირებულია სსსმ და შშმ პირებისათვის

* ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანისათვის 2 ტიპის სათბურს:

ა) ცივი სათბური (ფართი 500მ2), სადაც სტუდენტები ეუფლებიან ბოსტნეული კულტურების წარმოების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შემდეგ კულტურებზე: ტკბილი წიწაკა( ბულგარული წიწაკა), მწვანე სალათი, ბადრიჯანი

ბ) ჰიბრიდული გათბობის პოლიკარბონატის თბილი სათბური (ფართი 300მ2) პოლიკარბონატის თბილ სათბურში იწარმოება: პომიდორის, კიტრის და მწვანე სალათის კულტურები;

მეცხოველეობის მიმართულებით იწარმოება საკვებწარმოების ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები:

* ერთ წლიანი კულტურებიდან იწარმოება სიმინდი ,,აბაშის ყვითელი“ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 3-5 ჰა მიწაზე

* მრავალ წლიანი კულტურებიდან: იონჯა,სამყურა და ქოინდარი

მეხილეობის (სამუშაოზე დაფუძნებული დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) მიმართულების განვითარებისათვის გაშენებულია:

* ჯუჯა ტიპის ხეხილის ბაღი;

* ხილკენკროვანი კულტურა - უეკლო მაყვალი

მეფუტკრეობის პროგრამის დანერგვისათვის სენაკის ბაზაზე მიმდინარეობს ფუტკრის ოჯახების გამრავლება ამჟამად 12 ფუტკრის ოჯახიდან იწარმოება თაფლი და ხდება რეალიზაცია.

სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზა სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს ზემოთ ჩამოთვლილი საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსების განხორციელების ფარგლებში წარმოებული პროდუქციის: თაფლის, კვერცხის, რძის, ბოსტნეული კულტურებისა და სიმინდის რეალიზაციის სახით.