ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტმა ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრასა და ტრენინგში მონაწილეობა მიიღო.
მიმდინარე წლის 14-16 მარტს, ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა ლიეტუვის ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრასა და ტრენინგში.
პროექტში RURD (Role of Universities in Regional Development) ჩართულია საქართველოს 12 უნივერსიტეტი და ასევე 4 ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვიდან.
პროექტის მიზანია ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში რაც ამავდროულად ხელს უწყობს უნივერსიტეტების მესამე მისიის წარმატებით განხორციელებას.





