ავტორთათვის

მიმდინარეობს საიტის განახლება
ავტორთათვის
 
 
ნაშრომის გამოქვეყნება
ჟურნალი გამოიცემა რეგიონული უნივერსიტეტების მიერ, USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ჟურნალი აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის სტატიას სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით აკადემიური დისკუსიის მხარდაჭერას.
 
ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ ბეჭდური ან/და ონლაინ სახით.
 
 
სტატიების ენა
ქართული (ინგლისურენოვანი ნომრის შემთხვევაში - ინგლისური).
 
 
ნაშრომის სარედაქციო მოთხოვნები
ნაშრომები შექმნილი უნდა იყოს მაღალი აკადემიური სტანდარტით, გათვალისწინებული იქნას  ყველა ის მითითება, რომელიც განსაზღვრულია ჟურნალის სარედაქციო საბჭოს მიერ.
 
სამეცნიერო ჟურნალში შეიძლება გამოქვეყნდეს სხვადასხვა ორიგინალური ნაშრომი ქართულ ენაზე (ინგლისური აბსტრაქტისა და ბიბლიოგრაფიის თანხლებით), როგორიცაა:
  • სტატია;
  • სტუდენტური ნაშრომი;
  • პრაქტიკის მიმოხილვა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • საპატიო ნაშრომი.
მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტის წარმოდგენილი ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (აგრეთვე, დოქტორის) ან თემის ხელმძღვანელის (შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის ან მოწვეული სპეციალისტის) რეცენზია.
  • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული;
  • ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური;
  • ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
  • ნაშრომი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის მეცნიერების განვითარებისთვის;
  • ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების წესებს.
 
 
სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტი
ჟურნალში წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები სრულდება შემდეგი სტანდარტის მიხედვით:
 
 
ნაშრომის წარმოდგენის წესი
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით;
 
სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ენაზე, ხოლო ნაშრომის ავტორის ვინაობა, აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები და ბიბლიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე. 
 
სტატია უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა/სპეციალობა;
  • აბსტრაქტი, რომელიც მოიცავს მოკლე ინფორმაციას სტატიის შინაარსის შესახებ;
  • შესავალი, რომელიც მოიცავს ნაშრომის აქტუალობას;
  • ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას, ნაშრომის შინაარსა და შუალედურ შედეგებს;
  • დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს დასკვნებს, მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა  და სამომავლო პერსპექტივებს.
  • ბიბლიოგრაფიას გამოყენებული ლიტერატურის შესახებ.
 
სტატიების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: jcal@zssu.edu.ge