უნივერსიტეტის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მიმდინარეობს საიტის განახლება

5 – 9 სექტემბერს ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში გაიმართა საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების (ევროპის უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის) ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამუშაო ვიზიტი ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (ელგავა, ლატვია).

ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ვეტერინარიის ფაკულტეტის სტრუქტურასა და მატერიალ-ტექნიკურ ბაზას, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმს, სასწავლო პროგრამებზე (ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო და სადოქტორო) მიღების წესს, სამაგისტრო ნაშრომის მომზადების საკითხს, პრეკლინიკურ და კლინიკურ სასწავლო კურსებს, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს, და სხვა. ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოენახულებინათ ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ფერმა "Vecauce", რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო მეურნეობა-მესაქონლეობისა და ვეტერინარული მედიცინის კვლევისა და პრაქტიკის ცენტრი.

           378874507_256803980655863_1582292832234319066_n.jpg 379292079_256803750655886_8640584266618426561_n.jpg

           379335364_256802960655965_7560903341765634362_n.jpg 379135984_256804377322490_6900813584826881956_n.jpg

           379131222_256803793989215_2454858414610740088_n.jpg 379067125_256804283989166_7714118067324892893_n.jpg

           378978796_256803670655894_3756938874367358408_n.jpg 377818186_256804163989178_7464306908566857264_n.jpg