უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის პირველ სამუშაო შეხვედრში
2024 წლის 19-21 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „RE-DIRECTION - Redefining higher education in a digital context, while promoting common, inclusive, and sustainable framework based on EU best practices and policy recommendations“ პირველ სამუშაო შეხვედრში (Kick Off Meeting), რომელსაც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის კონსორციუმის მონაწილე საქართველოს, უკრაინის, გერმანიისა და საბერძნეთის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის თითოეული სამუშაო პაკეტის არსი და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პროექტის გუნდი ესტუმრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კავკასიის უნივერსიტეტს.
პროექტი RE-DIRECTION, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას, მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას, მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.