ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ ვეტერინარიის მსოფლიო დღეს!

მიმდინარეობს საიტის განახლება

ვეტერინარიის მსოფლიო დღე ვეტერინართა მსოფლიო ასოციაციისა და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით დაარსდა 2000 წელს.

უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ საერთაშორისო პროექტის VETPRO („ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“/“Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New Pool of Young Veterinary Professionals in Georgia”) ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა ვეტერინარიის კვირეულის ყოველწლიურ აღნიშვნას უნივერსიტეტში და ჩატარდა კარიერის დღე ვეტერინარიის უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

აღნიშნულ ღონისძიებაში ჩაერთვნენ ვეტ კლინიკები, ლაბორატორიები და ფერმერები, რომლებიც როგორც პოტენციური დამსაქმებლები წარმართავდნენ გასაუბრებას სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან. განიხილეს როგორც დასაქმების, ისე სტაჟირების გავლის შესაძლებლობები.

პროექტის VETPRO ფარგლებში შემუშავდა 4 ონლაინ კურსი (MOOCs) ქართულ ენაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება პროექტის ვებ გვერდზე; შემუშავდა ქართულენოვანი გაიდლაინები მცირე ფერმერებისთვის; ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET).

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი VETPRO საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად.

       440786301_775948991183148_1557580948970035383_n.jpg440095572_775949047849809_4264961867223055855_n.jpg440392905_775949064516474_2200617625293303649_n (1).jpg