როგორ ჩავაბარო?

მიმდინარეობს საიტის განახლება

 ჩვენი კოდია 097  

აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გადიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებგვერდზე: ONLINE.NAEC.GE

რეგისტრაციისას აბიტურიენტებმა უნდა შეავსონ პირადი მონაცემები, აირჩიონ საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები. VIDEO

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ ის საგნები, რომლებიც ბარდება თქვენთვის სასურველ პროგრამებზე, სხვა შემთხვევაში საგნის შედეგს ვერ გამოიყენებთ. იმ საგნის ჩაბარებით, რომელიც არ არის დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამაზე, არ განიხილება არც აბიტურიენტის ჩარიცხვის და არც დაფინანსების საკითხი.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტრაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები: საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დამახსოვრებაც აუცილებელია. თუ თქვენ არ გამოიყენებთ შენახვის ღილაკს, სისტემა ვერ დაიმახსოვრებს ინფორმაციას!