პედაგოგიური ინოვაცია და კურსის დიზაინი ციფრულ განათლებაში

მიმდინარეობს საიტის განახლება

ტრენინგების სერია Erasmus+ პროექტის PRODIGE “PROmoting high-quality DIGital Education in Georgia” (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში გრძელდება. 

2025 წლის 6 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სინქრონულ და ასინქრონულ ფორმატში გაიზიარეს ბელგიელი ექსპერტების გამოცდილება თემაზე „პედაგოგიური ინოვაცია და კურსის დიზაინი ციფრულ განათლებაში“.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ციფრული განათლების ფუნდამენტურ პრინციპებს, იმუშავეს  ინოვაციური პრაქტიკისა და შემთხვევების ანალიზზე, და შექმნეს მოკლე elearning მოდული თანამედროვე სწავლების პლატფორმებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.

პროექტი PRODIGE არის 3-წლიანი სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომელიც ორგანიზებას უწევს მაღალი ხარისხის ციფრული განათლების (DE) დანერგვას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია ბელგიური ორგანიზაცია EFMD.