მიმდინარეობს საიტის განახლება
04.04.2017 უნივერსიტეტში სამართლის თერიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში პირველი ვორქშოფი გაიმართა

2017 წლის 4 აპრილს, 14:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის თერიისა და სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინურ

17.03.2017 პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ პრეზენტაცია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე სტუდენტებს შეხვდა და გააცნო პროექტი და ის შესაძლებლობები, რასაც დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტი აძლევს სტუდენტებს.

10.03.2017 შეხვედრა ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ლინ კოფინთან

დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ამერიკელ პოეტ და მთარგმნელ ლინ კოფინთან შეხვედრა მოეწყო. ლინ კოფინის მიერ შესრულებულია ”ვეფხისტყაოსანის“ პირველი პოეტური თარგმანი 16-მარცვლიანი შაირით. თარგმანის ტექსტს საფუძვლად უდევს 1966 წელს ”ვეფხისტყაოსანის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული გამოცემები.

10.03.2017 პროექტი - სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS)

პროექტის - სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის  (SYNCS) ფარგლებში უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტები მაკარ ლაგვილავა, მარგალიტა ჯიქა, ნანა ბულესკირია, ნათია თირქია   ახორციელებენ პრაქტიკულ კვლევებს  ხობის, სენაკის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.

10.03.2017 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები წარმატებით საქმდებიან

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის შემდუღებლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები დასაქმდნენ კომპანიებში: ,,დაგი“ და  ,,პირამიდა“, რომლებმაც  მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხის  მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი ,,რუხი მოლის“, 

15.02.2017 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი

2014-2015 სასწავლო წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოცეკვავის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები პროფესიულ დონეზე ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო ხელოვნების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, სამსახიობო ოსტატობას.

14.02.2017 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კარიერის მართვის ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს პოტენციურ დამსაქმებელთან.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის  5 სტუდენტი კონკურსის შედეგად სტაჟირებას გაივლის  შპს  ჯ.ბ აუდიტის  ზუგდიდის ფილიალში. შპს  ჯ.ბ აუდიტი საერთაშორისო ასოციაციის წევრია და საქართველოს ბაზარზე არსებულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი მოწინავე აუდიტორული კომპანია.

25.01.2017 შიდა შესარჩევი ჩემპიონატი ,,ფუტსალის წესებით"

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  სტუდენტთა საფეხბურთო გუნდებს შორის ტარდება შიდა შესარჩევი ჩემპიონატი ,,ფუტსალის წესებით", ტურნირის ფინალში გამარჯვებული გუნდი თბილისში ფუტსალის ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

04.01.2017 ფლეშმობი უნივერსიტეტში

2016 წლის 30 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დამდეგი შობა ახალი წლის ღონისძიება შემოქმედებითად ულამაზესი ფლეშმობით აღნიშნეს.

29.12.2016 ლექცია-სემინარი თემაზე ,,მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი და სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში“.

2016 წლის 28 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია-სემინარი თემაზე ,,მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი და სიახლეები საგადასახადო კანონმდებლობაში“. ლექცია-სემინარი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Leading Edge Alliance-ის წევრი აუდიტორული კომპანია ,,ჯ.ბ. აუდიტი“-ის ინიციატივით ჩატარდა.

Pages