კარიერის განვითარების ცენტრი
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერის განვითარების ცენტრი 2015 წელს დაარსდა ერასმუს + ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერების პროექტ ”DEVELOPING WEB-BASED CAREER GUIDANCE SERVICES IN THE EASTERN PARTNERSHIP COUNTRIES – WEBCASEDE ფარგლებში.
საერთაშორისო პროექტის კოორდინატორი ქვეყანა და უნივერსიტეტი: ლიეტუვა, ვილნიუსის უნივერსიტეტი.
კარიერის განვითარების ცენტრი სტუდენტებს/პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელებს აწვდის კარიერიულ სერვისებს, რომელიც დაეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები და გაიმდიდრონ გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათ თვითრეალიზაციას კარიერული წინსვლის პროცესში. კარიერის განვითარების ცენტრის სერვისები ხორციელდება კარიერის განვითარების ცენტრის დებულებით.
- პროფორიენტაციის კუთხით სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრებისა და საუბრების ჩატარება სასწავლო უნივერსიტეტის სპეციფიკისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ;
- პროფესიული პროგრამების ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- მისაღები კონტიგენტის მოზიდვისა და მათი სწორი პროფესიულ ორიენტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- კონსულტაციების გაწევა და ინფორმაციის მიწოდება სწავლის მიღების მსურველთათვის/დაინტერესებული პირებისთვის სასწავლო უნივერსიტეტში არსებული პროფესიული პროგრამების შესახებ;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შერჩევაში კონსულტაციისა და აპლიკანტთათვის მათი ინტერესების შესატყვისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის შერჩევაში დახმარება;
- აქტიურ მონაწილეობის მიღება შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში;
- მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის საქმიანობის რეკლამირებაში პროფესიული სტუდენტების და პარტნიორი დამსაქმებლების მოზიდვის მიზნით;
- სტრატეგიული დაგეგმარებისა და კვლევების ცენტრის უფროსთან ერთად მონაწილეობა შრომის ბაზრის მოთხოვნების კვლევაში;
- პროფესიულ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს განახლებულ ინფორმაციის მიწოდება დასაქმების შესაძლებლობებთან/ვაკანსიებთან და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
- პროფესიული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დასაქმებასთან დაკავშირებით კვლევებში აქტიური ჩართულობა;
- კარიერული მხარდაჭერის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა არსებული და პოტენციური პროფესიული სტუდენტებისთვის;
- ახალი პარტნიორების მოძიებისა და დამსაქმებელ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა პროფესიულ სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული პროექტის გავლისა ან/და შემდგომი დასაქმების მიზნით;