ქართულ-აფზახურ ურთიერთობათა ცენტრი

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • ქართულ-აფხაზური საკითხების შემსწავლელი აკადემიური ფორმატის შექმნა, ქართველ და აფხაზ სტუდენტებს, მკვლევარებს შორის სოციალური, საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • დევნილი მოსახლეობისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული პირების განათლების ხელშეწყობა;
  • ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა პრობლემატიკის შესწავლა და კვლევა უნივერსიტეტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალის გამოყენებით;
  • სასწავლო უნივერსიტეტის ,,მესამე მისიის“ ფარგლებში, უწყვეტი განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის მიზნების ხელშეწყობის ხედვით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი ხელშეწყობის პროექტების განხორციელება (საგანმანათლებლო, სოციალური);
  • აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირ სტუდენტთა წვდომა საერთაშორისო გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა შესაძლებლობებზე;
  • კურიკულუმს გარე აქტივობების განხორციელება (ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სკოლები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორთა მონაწილეობით);
  • აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების და საქართველოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ზუგდიდში მცხოვრები სტუდენტების, მკვლევარების, მეცნიერების ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, დაახლოება აკადემიურ/სამეცნიერო განზომილებაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს შერიგების პროცესის მიმდინარეობას, მათი კვლევითი და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობას;
  • სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტობის ჩართვა აფხაზ თანატოლებთან კულტურულ- შემეცნებით, სპორტულ და სხვა სახის კომუნიკაციაში. სასწავლო უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მიერ ამ მიმართულებით ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება;
  • აფხაზეთში სკოლადამთავრებული და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურასა და ისტორიაში, აგრეთვე სტუდენტების შერჩევით სხვა საუნივერსიტეტო დისციპლინებში დამატებითი მეცადინეობების ჩატარების ორგანიზება.