ქართული ლიტერატურის ისტორია

მიმდინარეობს საიტის განახლება

  • მაგისტრანტის ცოდნის გაღრმავება ქართულ ლიტერატურაში;
  • თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება, რათა მას, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტს, შეეძლოს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება, საზღვარგარეთის ქვეყნების სპეციალისტებთან თანაბარი სიტყვის თქმა და საქმიანობის წარმართვა, კერძოდ, ქართული ლიტერატურის ადგილის განსაზღვრა მსოფლიო ლიტერატურაში, უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ლიტერატურის წარდგენა;
  • მაგისტრანტების მომზადება ქართული ლიტერატურის ისტორიის, კონკრეტულ ქართველ მწერალთა მემკვიდრეობის, ლიტერატურული კრიტიკის სფეროებში მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში, აგრეთვე, ლიტერატურული ურთიერთობების პრობლემატიკაში პედაგოგიური, სამეცნიერო და სხვა პრაქტიკული საქმიანობისათვის;
  • მხატვრული ლიტერატურის პრაქტიკული, თეორიული და მეცნიერული შესწავლის კულტურის საფუძვლის შექმნა;
  • ანალიტიკური აზროვნებისა და პროფესიული წერის, კვლევის (სამეცნიერო სტატია ან წერილი, გამოკვლევა) უნარის განვითარება, დამოუკიდებელი ანალიზისა და ინტერპრეტაციის ჩვევების გამომუშავება და რეალიზაცია;
  • მაგისტრანტების საფუძვლიანად გარკვევა ლიტერატურის არსში, კონკრეტულ და საზოგადოებრივ დანიშნულებაში, კერძოდ, როგორ შედის იგი დღევანდელი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე;
  • განსხვავებული ლიტერატურათმცოდნეობითი და ლექსმცოდნეობითი მეთოდოლოგიური სისტემების არსში გარკვევის უნარის ჩამოყალიბება და მისი ათვისების საფუძვლის შექმნა;
  • ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალობის კონკურენტუნარიან ფილოლოგთა მომზადებას და ამ სფეროს სპეციალისტთა ინტეგრაციას ლიტერატურათმცოდნეთა საერთაშორისო სივრცეში; შესძინოს სტუდენტს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც სჭირდება სწავლების შემდეგი საფეხურისათვის;
  • ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების საფუძველზე პროფესიულად განსწავლული, მაღალზნეობრივი, კვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას, სწავლებისა და კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით, საქართველოს მუდმივად ცვალებადი შრომითი ბაზრისათვის კონკურენტუნარიანი კონტინგენტის მომზადებას.

  • საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის გავლის შედეგ შესაბამისი კომპეტენციის დადასტურების გამოცდის შედეგების საფუძველზე: სკოლებში, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში;
  • ჰუმანიტარული პროფილის კვლევით ინსტიტუტებში;
  • საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ნებისმიერ სხვა ბიბლიოთეკაში;
  • საქართველოს ცენტრალურ არქივსა და სხვა არქივებში, ნებისმიერ მუზეუმში;
  •  საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ სასულიერო აკადემიებსა თუ სემინარიებში;
  • უცხოეთის იმ უნივერსიტეტებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველოლოგიური პრობლემატიკით;
  • რადიოსა და ტელევიზიაში კონსულტანტად.