მისია

მიმდინარეობს საიტის განახლება

შექმნას ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით სტუდენტის, პერსონალის, სხვა დაინტერესებული პირის კმაყოფილებაზე დაფუძნებული ახალი ცოდნა და დასაქმების გარემო. სწავლისა და კვლევის ინტეგრირებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამებით, კვლევის შედეგების გამოყენებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი პროექტებით, ინოვაციების გაზიარებით წვლილი შეიტანოს რეგიონის თანმიმდევრულ, წარმატებულ და სტაბილურ განვითარებაში, დადებითი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოების, ბიზნესის, სახელმწიფოს კეთილდღეობაზე.

უწყვეტი სწავლის პრინციპით მოამზადოს/გადაამზადოს/მოიზიდოს დემოკრატიულ და ტოლერანტულ მიდგომებზე, პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრი, საზოგადოების აქტიური წევრი, რომელიც პოზიტიურად გაუმკლავდება სამომავლო გამოწვევებს.

როგორც განათლების სფეროში რეგიონულმა ცენტრმა, ინსპირირება გაუკეთოს ოპტიმიზმისა და მომავლის რწმენის ჩამოყალიბებას, მუდმივად უზრუნველყოს ხარისხი, ჩართულობა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა სამიზნე ჯგუფისთვის მდგრადი, გონიერი და ინკლუზიური განვითარებისთვის.

უნივერსიტეტის წინა  მისია

 

ღირებულებები:

  • აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - აკადემიური და პიროვნული თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების განხორციელებისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა;
  • ხარისხზე ორიენტირება - საქმიანობის განხორციელებისა და საუნივერსიტეტო სერვისების მიწოდებისას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლობა - კეთილგანწყობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და პარტნიორებთან წარმატების მიღწევა;
  • გამჭვირვალობა - ღია და საჯარო მიდგომებით საანდოობის უზრუნველყოფა;
  • ზრუნვა - საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ინდივიდუალური ინტერესებისა და სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - სოციალურ პასუხისმგებლობაზე. დაფუძნებული უნივერსალური ქცევის კოდექსების გამოყენებით მაღალი რეპუტაციის მიღწევა;
  • ინოვაცია - ახალი იდეებით, ახალი შესაძლებლობებით დაინტერესებულ პირთა კმაყოფილების ზრდა;
  • კრეატიულობა - ხარისხის და ორიგინალურობის წახალისებით, ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობით, შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება;
  • მეწარმეობა - რიკებისა და შესაძლებლობების გაანალიზებით ახალი პროდუქტის/ მომსახურების შექმნა.        

 

უნივერსიტეტის ხედვის განაცხადი

2030 წლისათვის სასწავლო უნივერსიტეტი არის განათლების რეგიონული ჰაბი, რომელიც უწყვეტი სწავლის პრინციპით პასუხობს სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ხელს უწყობს კვლევით-სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებასა და ინტერნაციონალიზაციას, სარგებლობს კარგი რეპუტაციითა და დაინტერესებულ მხარეთა მაღალი სანდოობით.