ისტორია

მიმდინარეობს საიტის განახლება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 2007 წლის 13 ივლისს სამი სრულიად განსხვავებული მისიის მქონე სასწავლებლის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის, სსიპ ზუგდიდის პროფესიული ლიცეუმისა და სსიპ სენაკის აგრარულ–ეკონომიკური კოლეჯის - ბაზაზე.

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონში ერთადერთი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახორციელებს როგორც უმაღლესს, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და წარმოადგენს რეგიონის ძლიერ საგანმანათლებლო ცენტრს.

უნივერსიტეტი განთავსებულია ორ იურიდიულ მისამართზე: ზუგდიდი - ჯანაშიას 14 და სენაკი - მშვიდობის 192. VIDEO

ღირებულებები:

  • აზროვნებისა და გამოხატვის თავისუფლება - აკადემიური და პიროვნული თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპების განხორციელებისათვის საჭირო გარემოსა და პირობების შექმნა;
  • ხარისხზე ორიენტირება - საქმიანობის განხორციელებისა და საუნივერსიტეტო სერვისების მიწოდებისას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლობა - კეთილგანწყობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და პარტნიორებთან წარმატების მიღწევა;
  • გამჭვირვალობა - ღია და საჯარო მიდგომებით საანდოობის უზრუნველყოფა;
  • ზრუნვა - საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ინდივიდუალური ინტერესებისა და სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება;
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - სოციალურ პასუხისმგებლობაზე. დაფუძნებული უნივერსალური ქცევის კოდექსების გამოყენებით მაღალი რეპუტაციის მიღწევა;
  • ინოვაცია - ახალი იდეებით, ახალი შესაძლებლობებით დაინტერესებულ პირთა კმაყოფილების ზრდა;
  • კრეატიულობა - ხარისხის და ორიგინალურობის წახალისებით, ახალი იდეების გენერირების ხელშეწყობით, შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება;
  • მეწარმეობა - რიკებისა და შესაძლებლობების გაანალიზებით ახალი პროდუქტის/ მომსახურების შექმნა.