ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი
ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრი ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსდა 2021 წელს უნივერსიტეტსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაფორმებული საპროექტო წინადადების „შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრად დაფუძნება ინკლუზიური და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის დასანერგად“ საფუძველზე.
ცენტრის მიზანია, ბავშვთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა და დაცვა, და აგრეთვე ბავშვთა უფლებებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცოდნის შექმნისა და გავრცელების აქტივობებში მონაწილეობა. ბავშვის უფლებების ცენტრის სერვისები ხორციელდება ბავშვის უფლებების ცენტრის დებულებით.