მიმდინარეობს საიტის განახლება
27.09.2013 27.09.2013 საჯარო ლექცია სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა ზაზა გაბისონიამ. ლექცია შეეხებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობას, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიას.

27.09.2013 26.09.2013 ერთდღიანი ტურნირი მინი ფეხბურთში

 

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა ერთდღიანი ტურნირი მინი ფეხბურთში. ტურნირის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი,რომელსაც გადაეცა საუნივერსიტეტო თასი.

27.09.2013 27.09.2013 საჯარო ლექცია შოთა მესხიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელებს საზოგადო მოღვაწის, შოთა მესხიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექცია სრულმა პროფესორმა ზაალ ქორთუამ წაუკითხა.

24.09.2013 24.09.2013 პირველკურსელთათვის დაგეგმილი ღონისძიება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთათვის დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში 25 სექტემბერს მოეწყობა შემეცნებით საგანმანათლებლო ექსკურსია მარტვილში, ჭყონდიდელობასთან დაკავშირებით, რასაც წინ უსწრებდა, 24 სექტემბერს, საჯარო ლექცია  თემაზე  ,,გიორგი ჭყონდიდელის ცხოვრება და მოღვაწეობა“, რომელიც წაიკითხა პროფესორმა ავთანდილ თორდიამ.

23.09.2013 23.09.2013 მიმდინარე წლის 23 სექტემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი შეხვდა პირველკურსელებს.

სტუდენტებს მიესალმნენ და გზა დაულოცეს უნივერსიტეტის რექტორმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ. სტუდენტები დალოცა და წარმატებები უსურვა დეკანოზმა მამა მალხაზმა (ჭანტურიამ).

16.09.2013 13.09.2013 პროფესიული განათლების ფესტივალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით ფილარმონიაში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიხსნა სახელწოდებით - „პროფესიული განათლება დასაქმებისთვის“. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა.

12.08.2013 23.07.2013 კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი

23 ივლისს შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტეტის  ადმინისტრაციამ და თვითმმართველობამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს დაუვიწყარი გაცილება მოუწყო და მოწვეულ სტუმრებს გრანდიოზული საღამოთი უმასპინძლა. განსაკუთრებული ემოციის ქვეშ მაინც სტუდენტები იმყოფებოდნენ, ის სტუდენტები რომლებსაც უნივერსიტეტის ისტროიაში წელს პირველად ხვდათ წილად ჩეცვათ ბაკალავრის მანტია.

12.08.2013 18.07.2013 საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

17–18 ივლისს შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტეტის  საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

03.06.2013 1.05.2013 სტუდენტები ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა 2013 წლის 30 აპრილს მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სააღდგომო მსახურებისთვის დაასუფთავა  ივერიის ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი და მიმდებარე ტერიტორია. 

01.05.2013 24.04.2013 ლიტერატურული წრის დაფუძნება სასწავლო უნივერსიტეტში

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედ სტუდენტთა ინიციატივით დაფუძნდა ლიტერატურული  წრე, რომლის მიზანია ლიტერატურული ინტერესების გაღვივება სტუდენტებში, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება, სტუდენტთა  შემოქმედების გაცნობა.     23 აპრილს ლიტერატურული წრის დაფუძნების აღსანიშნავად ჩატარდა  „ხელოვნების საღამო“.

Pages